არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 14 სექტემბერი
აზერბაიჯანი

აზერბაიჯანმა კვლავ გაუხანგრძლივა ორ იეჰოვას მოწმეს წინასწარი პატიმრობის ვადა

აზერბაიჯანმა კვლავ გაუხანგრძლივა ორ იეჰოვას მოწმეს წინასწარი პატიმრობის ვადა

2015 წლის 4 სექტემბერს საბაილის რაიონულმა სასამართლომ უკვე მესამედ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და ორ იეჰოვას მოწმეს, ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას, წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. მათ 2015 წლის 17 დეკემბრამდე მოუწევთ პატიმრობაში ყოფნა.

ეს ორი ქალი ამ უკიდურესად მძიმე განსაცდელის პირისპირ 2015 წლის 17 თებერვალს დადგა, როცა ბიბლიური ლიტერატურის უკანონოდ გავრცელებაში დაადანაშაულეს და დააკავეს. ისინი უკვე ათი თვეა დაპატიმრებულები არიან; მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამორწმუნეები მთელ მსოფლიოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ მათი მდგომარეობის გამო. აზერბაიჯანის მთავრობამ წერტილი უნდა დაუსვას ამ უსამართლობას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ეს ორი ქალი.