წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 14 ივლისი
აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში უსამართლოდ დაპატიმრებულ ორ მოწმეს პატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივეს

აზერბაიჯანში უსამართლოდ დაპატიმრებულ ორ მოწმეს პატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივეს

2015 წლის 4 ივლისს საბაილის რაიონულმა სასამართლომ კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივა პატიმრობის ვადა ორ იეჰოვას მოწმეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას 2015 წლის 17 სექტემბრამდე არ გაათავისუფლებენ. გამომძიებელმა აღნიშნა, რომ ამ ზომის მიღება აუცილებელი გახდა, ვიდრე მიმდინარეობს მზადება მათი საქმის სასამართლოში განსახილველად.

ეროვნული უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა ეს ორი მოწმე 2015 წლის 17 თებერვალს დააპატიმრეს იმის გამო, რომ ისინი სხვებს ბიბლიურ ცნობას უზიარებდნენ. მას შემდეგ ეროვნული უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები განაგრძობენ მოწმეების დაკითხვას ამ საქმის თაობაზე. ზოგიერთი მათგანი უკვე არაერთხელ დაკითხეს.